ნათელა იმედაძე (2 ივნისი, 1929, თბილისი — 23 მაისი 2024) – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგე. 1957-1973 წლებში მუშაობდა საქართველოს აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ–თანამშრომლად. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

