კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნატო გაბუნია (1859-1910) – მსახიობი. ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ქალაქ გორში ხალხოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამატულ წრეში. 1879 წელს მიიწვიეს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მსახიობად. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში. მონაწილეობდა ოპერეტებშიც. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.

ნატო გაბუნიას საფლავის ქვის ნაწილი, გადარჩენილი იყო მხოლოდ პოსტამენტის ნაწილი. ძეგლის ზედა ნაწილი ადრევე დაიკარგა. ეს სურათი დაიბეჭდა “სახალხო გაზეთის” სურათებიან დამატებაში (1911 წ. # 84)
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments