ნელი დუმბაძე (1917-2005) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ლადო ასათიანის მეგობარი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენა – ლიტერატურის სპეციალობით 1938 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: აჭარისწყლის სკოლაში მასწავლებლად; მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის კაბინეტის გამგედ, აჭარის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმში, მეცნიერ – თანამშრომლად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მეცნიერ – თანამშრომლად. აქ განვლო გზა მასწავლებლობიდან პროფესორობამდე. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1974 წელს – სადოქტორო დისრტაცია. სამეცნიერო კვლევის საგნად აირჩია მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა. დაკრძალულია ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭალაში. საფლავს მიაგნო და ფოტო გამოგვიგზავნა ბატონმა შოთა ერქომაიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

