ნესტორ ესებუა (1864-1931) –
ფალავანი, მოჭიდავე.
საჭიდაო ასპარეზზე გამოვიდა 1885 წელს. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა კულა გლდანელთან შეხვედრებმა. დიდი წარმატებით გამოდიოდა საქართველოსა და რუსეთის ქალაქებში, ასევე სტამბოლსა და პარიზში. აღიარებული იყო სახალხო მოჭიდავედ. ქართული პრესა დიდი ადგილს უთმობდა ნესტორ ესებუას ოსტატობას. აკაკი წერეთელმა ნესტორ ესებუასა და კულა გლდანელს უძღვნა პოემა “ჭიდაობა”(1888). ნესტორ ესებუა ქართული ჭიდაობის ტრადიციული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელი იყო. დიდ ძალასთან ერთად გააჩნდა სისწრაფე და რაინდული მანერა. სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავს უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის: კლემენს ბული, გეორგ ლურიხი, ივანე პოდუბნი, სარი სულეიმანი, ყაზბეგ გარა, ემილ ფორი და სხვები. პერსონალურად იყო მიწვეული პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც მსოფლიოს 300-მდე საუკეთესო მოჭიდავე მონაწილეობდა. დაამარცხა 10 მეტოქე, რისთვისაც ჯილდოდ გადასცეს 1000 ფრანკი და ოქროს ჟეტონი. წარმატებით გამოდიოდა პეტერბურგის, თეირანის, სტამბოლისა და ბრიუსელის დიდ ტურნირებში. წლების განმავლობაში ეწეოდა ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას. ზრუნავდა ახალგაზრდა სპორტსმენთა გამოვლენასა და აღზრდაზე. გამოირჩეოდა ასევე ქველმოქმედებით. 1919 წელს ჭიდაობიდან აღებული ფულიდან 400 მანეთი შესწირა სენაკის სკოლის მშენებლობას. ფულით ეხმარებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებას.
1931 ნწლის 7 აგვისტოს, როდესაც ის მშობლიურ სოფელ სორტაში მიდიოდა, მოულოდნელად, მოსახვევში ეტლი გადაუბრუნდა და სხეული დაუზიანდა. იგი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ, 1931 წლის 7 აგვისტოს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაკრძალულია სოფელ სორტაში, სენაკის რაიონი.

