კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიაზ დიასამიძე (1927-1970) – ხელოვანი, თბილისის კოლორიტი. თანამშრომლობდა გაზეთ „თბილისის“, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“, ჟურნალ „ნიანგის“ რედაქციებთან. მუშაობდა სახელმწიფო ფილარმონიაში და საქართველოს ტელევიზიაში. ნიაზ დიასამიძე უკრავდა ფორტეპიანოზე, აქანდაკებდა და წერდა ლექსებს. მის ლექსებზე სიმღერები შექმნეს გოგი ცაბაძემ და ნუნუ დუღაშვილმა. „ორერას“ სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლად ჩამოყალიბების დროს ის ფილარმონიის თანამშრომელი იყო. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა გულომ.
ნიაზ დიასამიძის ეპიტაფია:
შხამიანი გველის გამოცნობა ვიცოდი,
შხამიანი კაცის გამოცნობა _ არა!
გამოვწურე სხეულს სულის ძელგი ღვინო,
და თბილისის მიწას ჩავაბარე ტარა.
ტარიელ ჭანტურია.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments