კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკა აგიაშვილი (1903-1984) – მწერალი. დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ–გაზეთების: “ახალგაზრდა კომუნისტის”, “სტალინელის” (“ახალი ქუთაისი”), “ჩვენი თაობის”, “კომუნისტის” და “დროშის” რედაქციებში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა “მერანის” თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგედ. იყო ჟურნალ “მნათობის” რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი და რედკოლეგიის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ლიტერატურული გაზეთის “სიტყვა და საქმის” გამოშვებაში (1934–1935). ლიტერატურული მოღვაწეობა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაიწყო. ამავე პერიოდში იბეჭდება ნ. აგიაშვილის წერილები და თარგმანები. დაკრზალულია დიდუბის პანთეონში.

   

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments