კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკო აღნიაშვილი (1901-1928)
იუნკერი
ნიკო ბათუმში დაბადებულა 1901 წლის 14 თებერვალს, საქართველოს იუნკერთა სკოლაში უსწავლია, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი სხვა ქართველ იუნკრებსა და სამხედრო პირებთან ერთად იძულებული გამხდარა, 20 წლის ასაკში ემიგრაციაში წასულიყო. შემდეგ, როგორც ჩანს, ორასამდე ქართველთან ერთად ისიც პოლონეთში გაგზავნეს იქაურ სამხედრო სკოლაში სასწავლებლად. პოლონეთის არმიაშიც დაუწყია სამსახური – სავარაუდოდ, სხვა ქართველთა მსგავსად, საკონტრაქტო ოფიცრად, სადაც მსროლელთა პოლკის პორუჩნიკი (შეესაბამება ლეიტენანტის წოდებას) ყოფილა, მაგრამ სრულიად ახალგაზრდა, 27 წლისა, გარდაცვლილა კრაკოვში 1928 წლის 5 სექტემბერს – როგორც საფლავის ქვის წარწერა გვამცნობს, ნოსტალგიას მოუკლავს.
დაკრძალულია კრაკოვის სასაფლაოზე.
ინფორმაცია და საფლავის ფოტოები აღებულია გვერდიდან:
             
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments