კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ დიასამიძე (1845-1897) – პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. 1877 წელს ა. თუთაევთან ერთად გორში თავისი ხარჯით გადააკეთა ძველი როტონდა და იქ თეატრი დაარსა; მას საკუთარ სახლებში (თბილისი, სოფლები: საქაშეთი, ბრილი) მოწყობილი ჰქონდა სალონები, სადაც მართავდა ლიტერატურულ შეხვედრებს (ე. წ. “ორშაბათები”), თეატრის წარმოდგენებს; 1877 წელს მისი აქტიური მონაწილეობით სოფელ რუისში საქველმოქმედო მიზნით დაარსდა საზოგადოებრივი ბანკი, რომელსაც ერთხანს თვითონვე ხელმძღვანელობდა (კ. მამაცაშვილთან ერთად); 1892 წელს სოფელ ბრილში, მის სახლში, მისივე მონაწილეობით ჩატარდა გაზეთ “კვალის” დამფუძვნებელი კრება; გაზეთ “დროებაში” აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს სოციალურ და განათლების საკითხებზე; დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის ნებას რომ არ აძლევდნენ ნიკო გაუძღვა სამგლოვიარო პროცესიას ხმლით. მოკლეს რევოლუციურად განწყობილმა გლეხებმა. დაკრძალულია სოფელ ბრილში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა იმედა ჩუბინიძემ.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments