კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკო ღოღობერიძე (დ. 29 აპრილი, 1838, ქუთაისი — გ. 27 მარტი, 1911, თბილისი) –
პედაგოგი, პუბლიცისტი.
1857 წელს დაამთავრა გიმნაზია. 1861 წელს წარმატებით დაამთავრა საუნივერსიტეტო კურსი და საპროფესოროდაც ამზადებდნენ, მაგრამ მშობლიური ხალხის სამსახური არჩია და საქართველოში დაბრუნდა — ისტორიას, გეოგრაფიასა და ლათინურს ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. 1868 წლის 19 თებერვლიდან ნ. ღოღობერიძე მუშაობა დაიწყო სასამართლო სისტემაში. მამამისის გარდაცვალების შემდეგ იყო ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მმართველი. ორი საარჩევნო ვადის შემდეგ მან დატოვა ბანკი და მალევე საკუთარ მამულში ჩაება მარგანეცის მოპოება-დამუშავების საქმეში. პირველ ეტაპზე ის ეწეოდა მხოლოდ მარგანეცის ექსპორტს ევროპაში. შემდეგ შეიძინა მღვიმეში ადგილები, სადაც თერთმეტი წლის მანძილზე დააგროვა დიდძალი თანხა, რასაც უშურველად ახმარდა ქართველი ერის სამსახურს. 66 ათასი მანეთი ანდერძად დაუტოვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებებს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments