კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ჯაფარიძე (1892-1980)
პედაგოგი, შრომის გმირი (1968).
დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1916 წელს.
1916 წლიდან ასწავლიდა ქიმიას ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში; 1926 წლიდან თბილისში გადმოვიდა; კითხულობდა ქიმიის სწავლების მეთოდიკის კურსს ა. პუშკინის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტსა (ამჟამად ილიას უნივერსიტეტი) და მასწავლებელთა დახელოვნების რესპუბლიკურ ინსტიტუტში; 1968-1972წწ. რედაქტორობდა ჟურნალ “ქიმია და ბიოლოგია სკოლაში” (ჟურნალ “სკოლა და ცხოვრების” დამატება); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments