ნიკო კვარაცხელია (1999-2021) – ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი. ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმა თანამოაზრეებთან ერთად, 2019 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა შექმნა. მის შექმნას ნიკოლოზ კვარაცხელიამ ორი წელი მოანდომა. პროდუქტის პირველი ვერსია საფრანგეთში, იმ ბიზნეს-სკოლაში (SKEMA) გამოსცადა, სადაც თავად სწავლობდა. ნიკოლოზ კვარაცხელია Forbes-ის 30 Under 30-ის გამარჯვებულიც იყო. მოკლეს 2021 წლის სექტემბერში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ კვარაცხელიამ.

