კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკო ლომოური(დ. 7 თებერვალი/19 თებერვალი, 1852, არბო, ახლანდელი გორის რაიონი ― გ. 17 აპრილი/ 30 აპრილი, 1915, გორი)
მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.
გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875 წლიდან სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა. ერთხანს თბილისის ქართულ გიმნაზიაში, 1881 წლიდან კი გორის სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლობდა.
აკაკის დაკრძალვაზე გაცივდა და ლოგინად ჩავარდა. როდესაც უფიქრია, სიკვდილის კლანჭებს დავუსხლტიო, სწორედ მაშინ უმტყუნა გულმა და 1915 წლის 17 აპრილს გარდაიცვალა.
ნიკო ლომოური 1915 წლის 26 აპრილს დაკრძალეს გორის წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, ხოლო 1935 წელს ქალაქის ბაღში გადმოასვენეს. საფლავის ფოტო გადაღებულია მაია თოიძის მიერ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments