კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკო მუსხელიშვილი (დ. 16 თებერვალი, 1891, თბილისი — გ. 16 ივლისი, 1976, თბილისი) – ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი; საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939) და პრეზიდიუმის წევრი (1942-1953; 1957-1972). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (1941-1972). საპატიო პრეზიდენტი (1972). მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი; სკკპ წევრი 1940 წლიდან. სოციალისტური შრომის გმირი (1945). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1922 წლიდან). 1933-1935 და 1941 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1956 წლიდან გამოყენებითი მექანიკის კონგრესთა საერთაშორისო კომიტეტის წევრი იყო, ხოლო 1960 წლიდან თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის ბიუროს წევრი. დაჯილდოებულია 6 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციისა და შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლებით, აგრეთვე 2 უცხოური ორდენით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის პრემია მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის დარგში (1977). 1977 წლიდან მუსხელიშვილის სახელი მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, თბილისის 55-ე საშუალო სკოლას. ნიკოლოზ მუსხელიშვილი 1976 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments