ნიკო ქუმსიაშვილი (1892-1942)
საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი. დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.
1905–1913წწ. სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში; დაამთავრა ქ. იალტის ნიკიტინის სახელობის მებაღე–მევენახეობის სასწავლებელი 1913 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო კონსერვატორია(ვოკალური). სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იმოგზაურა გერმანია–საფრანგეთში; დაბრუნების შემდეგ ერთი წელი ასწავლიდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სასწავლბელში; 1916 წელს გადმოსახლდა თბილისში; მღეროდა მ. კავსაძის გუნდში; 1924–1932წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1923 წელს შედგა დებიუტი, მალხაზი(ზ. ფალიაშვილი “დაისი”); 1932–1933წწ. ლენინგრადის ოპერის თეატრის სოლისტი; 1933–1936წწ. კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1937 წელს წარმატებით მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში; შესრულებული აქვს 46 საოპერო პარტია.
დაკრძალულია: სოფელი ზემო ორხევი, მცხეთა–მთიანეთის მხარე.
საფლავის ფოტოები მოგვაწოდა ქალბატონმა ანა ოსეფაიშვილმა.


