კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკო შიუკაშვილი (1870-1938) –
დრამატურგი, მწერალი, პედაგოგი, საქართველოს  ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1885 წელს სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სამასწავლებლო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ნიკო შიუკაშვილი დანიშნეს სახალხო სკოლის მასწავლებლად ჯერ სოფელ საცხენისში, ხოლო შემდეგ ახალციხეში, სადაც მისვლისთანავე დაუახლოვდა ადგილობრივ ინტელიგენციას. სათავეში ჩაუდგა სცენისმოყვარეთა დასს და მისი ინიციატივით ხშირად ეწყობოდა საქველმოქმედო წარმოდგენები. ახალციხეში მან დიდი ამაგი დასდო სახალხო განათლების საქმეს, ეხმარებოდა ღარიბი ოჯახებიდან გამოსულ ნიჭიერ ახალგაზრდებს. ახალციხიდან იგი გადაიყვანეს ახალქალაქში, შემდეგ კი ზაქათალაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ზაქათალაში ნიკო შიუკაშვილი ნაყოფიერ კულტურულ–საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა, როგორც სამაზრო სასწავლებლის ინსპექტორი. ზაქათალის სამაზრო სკოლასთან მან ჩამოაყალიბა მუსიკალური წრე და შეადგინა მუდმივი დრამატული დასი. 1912 წელს ნიკო დაინიშნა გორის სამოქალაქო სკოლის ინსპექტორად და მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად. ილია ჭავჭავაძის დავალებით იგი იყო “ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” რწმუნებული ქალაქ გორში, სადაც საქველმოქმედო მიზნით წარმოდგენებს მართავდა. შიუკაშვილი გორში 1918 წლამდე მოღვაწეობდა.
გარდაიცვალა 1938 წლის 14 აგვისტოს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments