კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკო სულხანიშვილი (დ. 1871, სოფ. აწყური, ახლანდელი ახმეტის რაიონი — გ. 3 დეკემბერი, 1919, თბილისი)
კომპოზიტორი, ლოტბარი და მომღერალი.
პირველადი მუსიკალური განმათლება თელავის სასულიერო სემინარიაში მიიღო 1878 წელს; 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; მოგვიანებით სიმღერა შეისწავლა ცნობილ პედაგოგთან(დ. უსატოვთან), 1902 წელს თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, ამავე დროს კერძო გაკვეთილებს იღებდა კომპოზიციაში. 1890–1900წწ. მუშაობდა თელავის სასულიერო სემინარიაში სიმღერის მასაწავლებლად(1900–1912წ. კვლავ თბილისშია), იქვე შეადგინა ქართული გალობის მოყვარულთა გუნდი; 1886 წლით თარიღდება პირველი საკომპოზიციო ცდები; ამ პერიოდში შექმნა ცნობილი სიმღერა “ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად”; 1912–1914წწ. იმოგზაურა კახეთში და ჩაიწერა ხალხური სიმღერები; 1918 წელს ხელმძღვანელობდა ფასიან გუნდს; 1919 წელს ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ კაპელას; მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას და ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები შექმნა; ზ. ფალიაშვილთან ერთად გზა გაუკაფა ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარებას;
გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ნიკომ სანდრო ახმეტელს უთხრა: “პატარა კახი”, როგორც იქნა, დავამთავრე და მინდა პირველ რიგში, შენ გაგაცნოო. ამის შემდეგ, ნიკო სულხანიშვილს დიდხანს აღარ უცოცხლია. 1919 წლის 3 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში და როგორც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მასთან მყოფნი იგონებენ, სიკვდილის წინ კომპოზიტორს ორი სიტყვა უთქვამს: “კონცერტს ვმართავ”.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments