ნიკო ჭავჭავაძე (დ. 5 მაისი, 1923, ყვარელი — გ. 15 თებერვალი, 1997, თბილისი)
ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების თავმჯდომარე, ჟურნალ „მაცნეს“ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერიის რედაქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეთიკის კათედრის გამგე, საქართველოს პარლამენტის წევრი 1992–1995 წლებში. ხელმძღვანელობდა აფხაზეთის საკითხთა კომისიას.
ოცდაათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს. მეგობრებთან ერთად იხსნა ქართული ფილოსოფიური აზრი მარქსიზმ-ლენინიზმის მარწუხებისაგან. მისი ხელშეწყობითა და თაოსნობით განვითარდა საქართველოში ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის ფილოსოფია, აქსიოლოგია.
დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნინი ჭავჭავაძემ.
