ნიკო ყიასაშვილი (დ. 8 ივლისი, 1926, თბილისი ― 14 მარტი, 1996)
ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979). თსუ-ის ინგლისურ ენის კათედრის გამგე (1970-1981), ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე 1984 წლიდან. საზღვარგარეთის თანამდეროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი 1980 წლიდან, შექსპირის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (1971-იდან).
მისი საერთო რედაქციით, წინასწიტყვაობითა და შენიშვნებით გამოდის შექსპირის თხზულებათა პირველი სრული კრებული ქართულ ენაზე (ტ. 1, 1983, ტ. 2, 1985).
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

