კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ბერუჩაშვილი (დ. 21 აგვისტო 1947, თბილისი — გ. 23 მარტი 2006, თბილისი) – გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1981 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1970-1982 მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე — დოცენტი, 1982-2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრის გამგე. 1970-2006 წლებში — იყო თსუ-ს მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის გამგე და 1979-2006 წლებში აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობის შესწალის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგე. 1995-2000 წლებში იყო სოროსის ფონდის პროფესორი, 1996-2006 წლებში — საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. 2004-2006 საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მსოფლიო კომისიის ლანდშაფტის ანალიზის პრეზიდენტი. ფრანგ გეოგრაფთან ჟან რადვანთან ერთად ავტორია ატლასისა — „კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი“. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments