კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ კანდელაკი (დ. 18 ნოემბერი, 1889, დაბა კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 24 აგვისტო, 1970, თბილისი) –
მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი (1957), პროფესორი.
დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და გახდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. პარალელურად, დავით კაკაბაძესთან ერთად, მეცადინეობდა ლ. დიმიტრიევ-კავკაზსკის სტუდიაში. თანდატან ჰობი სერიოზულ საქმედ ექცა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. აქ იგი იწყებს ფიგურების ძერწვას.
სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე და ნიჭიერი თვითნასწავლი მოქანდაკე პეტერბურგს მიავლინეს სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად. აქ იგი მოხდდა ცნობილი ფრანგი მოქანდაკის ა. მაიოლის მოწაფე ა. მატვეევთან. ნიკოლოზ კანდელაკმა წარჩინებით დაამთავრა აკადემია და 1926 წელს სამშობლში დაბრუნდა. აქ იგი მიიწვიეს სამხატვრო აკადემიაში სადაც სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments