კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ლანდია (დ. 26 იანვარი, 1919, ქუთაისი — გ. 1984)
ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967), 1959 წლიდან პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი.
1940 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ლანდია მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1960-1972 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. 1972-1981 წლებში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, 1981 წლიდან ― ვიცე-პრეზიდენტი. ლანდიას ძირითადი შრომები ეხება ქიმიის თერმოდინამიკას და მისი მეთოდების გამოყენებას ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესების შესწავლისას.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments