კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ ქართველიშვილი (დ. 30 მაისი, 1872, თბილისი — გ. 30 მაისი, 1922) –
მუსიკალური მოღვაწე.
ნიკოლოზმა მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში, თუმცა თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ერთხანს სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
პარიზიდან ქართველიშვილი დაბრუნდა თბილისში და მთლიანად მიეცა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. კერძოდ, თავისი ხარჯით შეადგინა ახალგაზრდობისაგან გუნდი, რომელიც კონცერტებს მართავდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვადასხვა ქალაქებში. ამ გუნდში დადიოდა შემდგომში ცნობილი მომღერალი სანდრო კავსაძე. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული დრამატულ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ მისი დირიჟორობით დაიდგა კომპოზიტორ გოგნიაშვილის პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“. 1920-1921 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კომისარი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments