ნიკოლოზ სლოვინსკი (1903-1989) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ხიდთმშენებელი, ტექნიკური მეცნიერების დოქტორი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1928 წელს. 1928 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ და საინჟინრო ნაგებობათა ინსტიტუტებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას; მისი უშუალო მონაწილეობით აიგო ხიდები დონზე, თერგზე, ლიახვზე, მტკვარზე (ჩელიუსკინელთა სახელობის ხიდი-ახლანდელი თამარ მეფის ხიდი), თბილისის სანაპიროები, რეკონსტრუირებულია თბილისის ძირითადი მაგისტრალები, მოედნები და სხვა. ხიდთმშენებელი, (1976). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1976) ხიდთმშენებლობაში ახალი ტიპის კონსტრუქციების გამოყენებისათვის. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.

