კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე (დ. 18 ნოემბერი, 1873, გოდოგანი, — გ. 30 სექტემბერი, 1921, თბილისი)
პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი 1920 წლის ნოემბრიდან 1921 თებერვლამდე.
იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წევრი და მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1911-1915 წლებში საქართველოდან გაასახლეს. 1917 წლის რევოლუციის საწყის ეტაპზე ჩაბმული იყო დონის როსტოვის მოვლენებში.
ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1918-1920 წლებში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის მოადგილე იყო და პერიოდულად მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. 1920 წელს გრიგოლ ლორთქიფანიძე ჩაანაცვლა საქართველოს სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, 19 თებერვალს, სამხედრო მინისტრი ჭიჭინაძე და დამფუძნებელი კრების წევრები ნოე ხომერიკი, გრიგოლ ურატაძე და გოგილო ცინცაძე, ფრონტის დათვალიერებისას, ორ შეიარაღებულ წითელარმიელს გადააწყდნენ, რომლებიც იქვე დაატყვევეს. საბჭოთა რუსეთის მიერს საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მინისტრი ჭიჭინაძე საქართველოში დარჩა, დააპატიმრეს. მეტეხის ციხეში ტუსაღობისას დაავადდა და მალევე გარდაიცვალა.
მისი დასაფლავება გადაწყვეტილი იყო რუსთაველის პროსპექტზე, დიდების ტაძართან, მაგრამ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments