კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნინო ციციშვილი (1888-1970) – პირველი პროფესორი ქალი ქიმიაში. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა პეტროგრადის ქალთა უმაღლესი პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1916 წელს. 1918 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის ასისტენტი, 1925 წლიდან დოცენტი, 1925–1955 წლებში ორგანული ქიმიის კათედრის დოცენტი. ნინო ციციშვილმა უდიდესი ამაგი დასდო ქართველი ქიმიკოსების აღზრდას. მისი მეცნიერული შრომები ეძღვნება საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ქიმიურ კვლევებსა და სხვ. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მის გვერდით განისვენებს მისი მეუღლე – პროფესორი მექი ბექაია.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments