ნინიკო (ნინო) ჩხეიძე (დ. 19 მარტი, 1919 — გ. 2 ივლისი, 2018, თბილისი) –
თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (2000).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1943 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. იგი განსაკუთრებულად კარგად ასრულებდა ეპიზოდურ როლებს. მას ნათამაშები აქ 150-ამდე როლი, 1998 წელს დაწერა ბიოგრაფიული წიგნი, რომელიც მის ძმას მიუძღვნა.
გარდაიცვალა 2018 წლის 2 ივლისს თბილისში, 99 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ძმის, უშანგი ჩხეიძის ყოფილ საფლავში.

