კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნინო ბაგრატიონ–დადიანი (1772-1847) – სამეფო ოჯახის წევრი. 1772 წლის 15 აპრილს დაიბადა ერეკლე II-ის შვილიშვილი და გიორგი XII–ის ასული ნინო, რომელსაც ისტორიული წყაროები ოდიშ–ლეჩხუმის დედოფლად მოიხსენიებენ. 1789 წელს მან იქორწინა ოდიშის მთავრ გრიგოლ კაციას ძე დადიანზე (1770-1804), რომელთანაც 6 შვილი: ორი ვაჟი და ოთხი ასული შეეძინა. ნინო გიორგის ასული გადედოფლებისთანავე მთავრის ცოლის უფლება–მოვალეობით შეიმოსა. 1790 წ. ერთ–ერთო საბუთის თანახმად, გრიგოლ დადიანმა თანამეცხედრეს მიუჩინა სადედოფლონი ადგილ–მამულნი, უბოძა თავისდა ნაწილად დედოფლობისად საჭილაო მამული საბატიოს კაცით. აზნაურით, გლეხით, საზღვრით–საზღვრამდე, შესავალ–გამოსავალით… ამასთან ხორგა, იქ მყოფის თავადის შვლიანად, აზნაურ–გლეხიანად. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ნინო ბაგრატიონი შვილის, ლევანის სრულწლოვანებამდე რეგენტად გამოცხადდა და 1804-1811 წლებში სამეგრელოს მართავდა. მას ჰყავდა მრჩეველთა საბჭო. 1805 წელს მან რუსეთში გაგზვნა დეპუტაცია: დეპუტაციამ ალექსანდრე I-ს საჩუქრად მიართვა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი, 1806 წელს იმპერატორმა ძვირფასი თვლებით შეამკობინა ხატი და დეპუტაციას სამეგრელოში გამოატანა, ასევე მისცა მილიონი რუბლი ხატისთვის ეკლესიის ასაშენებლად. 1811 წელს ნინო ბაგრატიონ–დადიანი რუსეთში გაიწვიეს, როგორც ბაგრატოვანთა ოჯახის წარმომადგენელი, სამეფო ოჯახის წევრი. იგი პეტერბურგში ცხოვრობდა, როგორც პატიმარი. 1832 წლის შეთქმულების დროს სამეგრელოს დედოფალი ვორონეჟის მონასტერში იმყოფებოდა. მას ბრალად დასდეს შეთქმულებთან თანამოაზრეობა.  სიცოცხლის ბოლოს ქ. რიაზანში ცხოვრობდა. გარდაიცვალა პეტერბურგში, 75 წლის ასაკში, 1847 წლის 31 მაისს, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში, წმინდა თევდორეს ეკლესიაში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments