ნინო დავითაშვილი (დ. 17 ნოემბერი, 1882, გორი — გ. 22 ოქტომბერი, 1958, თბილისი)
მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
ნინო დავითაშვილმა პირველი ნაბიჯები გადაგა ავჭალის აუდიტორიაში, შემდეგ მოღვაწეობდა ქუთაისის თეატრში, თბილისის ქართულ დრამატულ დასში, ხოლო 1921 წლიდან სამი ათეული წლის მეტი ხნის მანძილზე იყო შოთა რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი;
ნინო დავითაშვილს, შეიძლება ითქვას, სცენაზე გზა ილია აჭავჭავაძემ დაულოცა. ქართულ პროფესიულ თეატრში გამოცხადებულ კონკურსში, ვ. გუნიას რჩევით, ნინომაც მიიღო მონაწილეობა. მის საგამოცდო ფურცელზე ილიამ დააწერა: „დავითაშვილის ქალი უთუოდ უნდა იქნეს დასში მიღებული“.
იმხანად დასს სათავეში ედგა აკაკი წერეთელი, რომელმაც მას პირველი როლი მისცა — „ტურფა კახში“. ამას მოჰყვა სცენური სახეების მთელი გალერეა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მხატვარი – ქეთევან ახვლედიანი (1917-1979)

