ნინო ჯავახიშვილი (1914, მოსკოვი, ― გ. 24 ივლისი, 2012, თბილისი) –
ანატომი და სახელმწიფო მოღვაწე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1953), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1935 წელს.
1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტალური მორფოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1959-2006წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
მის გვერდით განისვენებს მისი მეუღლე-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მამია კომახიძე (1905-1980)

