ნინო შვანგირაძე (1917-1997) –
პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერი.
1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.1948 წელს მუშაობდა საქართველოს სათეატრო მუზეუმის არქივის გამგედ.
1948-1951 წლებში შ. რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა თეატრის ისტორიის კაბინეტს. 1951-1960 წლებში იყო შ. რუსთვაელის თეატრის მუზეუმის გამგე. 1960-1977 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სამეცნიერო შემოქმედებით განყოფილებას. იყო ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის უცვლელი წევრი. 1983 წელს არჩეული იქნა პროფესორად. თეატრალური ხელოვნების საკითხებზე გამოცემული აქვს 300-მდე საჟურნალო და საგაზეთო სტატია, 1967 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
დაკრძალულია თბილისში ,საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მეუღლე – პროფესორი იოსებ მეგრელიძე (1909-1996) – 1959 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი. ავტორია ნაშრომებისა ქართული და ქართველური, დაღესტნურ-დიდოური ენების, რუსთაველოლოგიისა და ქართული მწერლობის, ქართული და კავკასიური ფოლკლორის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიისა და ეპიგრაფიკის, არმენისტიკის საკითხებზე.

