კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნინო ყიფიანი (დ. 1877, ქუთაისი — გ. 1920, ქვიშხეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტი)
იურისტი, პოლიტიკოსი, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი.
ნინო ყიფიანი 1904 წლის აპრილის ჟენევის ინტერპარტიული კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო.
1907 წელს მეფის მთავრობამ ნინო ყიფიანს რუსეთის იმპერიაში ყოფნა აუკრძალა და თბილისის გენერალ–გუბერნატორის საგანგებო განკარგულებით საზღვარგარეთ წასვლა აიძულა. ნინო ჯერ ბელგიაში ჩავიდა მამასთან, შემდეგ კი იტალიაში (რომში) გაემგზავრა, სადაც მუშაობდა რეფერანტად ბელგიის საელჩოს წარმომადგენლობაში.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იგი იყო იტალიის ტერიტორიაზე ჩარჩენილ ქართველ სამხედრო ტყვეთა გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების ერთ–ერთი ორგანიზატორთაგანი. მას ეკუთვნის წერილები ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაზე. ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტთა მოგონებებში ხშირად გვხვდება მისი სახელი. „თუ „თეთრ გიორგის“ ჩვენს წარსულში თავისი წინაპრები ჰყავს, ნინო ყიფიანიც იმათში უნდა ჩაირიცხოსო“, – წერდა შალვა ამირეჯიბი.
1920-იანი წლების დასაწყისში ნინო ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა. ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი ტუბერკულოზით მძიმედ დაავადებულმა სიცოცხლის ბოლო დღეების გატარება პაპისეულ სახლში მოისურვა და ქვიშხეთში გაემგზავრა. მალე გარდაიცვალა კიდეც და იქვე მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments