კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ ამაღლობელი (დ. 24 აგვისტო, 1930, თბილისი — გ. 9 აპრილი, 2004) – ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, რომლის დასრულების შემდეგ, 1953 წელს, ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1957 წელს წარმატებით დაამთავრა იგი. ასპირანტურის კურსის გასავლელად მივლინებული იყო ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ბირთვული პრობლემების ლაბორატორიაში. არის ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ექსპერიმენტული ფიზიკის აღიარებული მკვლევარი. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან ბევრი დაიბეჭდა უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. 1992 წლიდან იყო საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში. 1989-1990 წლებში იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში, გზიდან მარჯვენა მხარეს, გზის პირას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments