კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ ახალკაცი (დ. 2 იანვარი, 1938 — გ. 25 იანვარი, 1998) –
თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.
გუნდს სათავეში ედგა 1976-1983 და 1985-1986 წლებში. მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი (1978), 2-ჯერ საბჭოთა კავშირის თასი (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასი (1981). 1990–იანებში ნოდარ ახალკაცი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩამოყალიბებაში, მას შემდეგ რაც საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა კავშირს გამოეყო. 1990 წლიდან 1998 წლამდე, გარდაცვალებამდე, ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. გარდაიცვალა 1998 წლის 24 იანვარს მოსკოვში, გულის შეტევით.
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments