კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ იმნაძე (დ. 10 სექტემბერი, 1945 — გ. 30 აპრილი, 1991) – ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1975 წლიდან აჭარის სამხატვრო სახელოსნოს მხატვარ-გამფორმებელი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის ბათუმის რეგიონალური ჯგუფის ხელმძღვანელი. 1990-1991 იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, 1991 წლის 14 მარტს ნ. იმნაძე აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. 30 აპრილს აპირებდა საინფორმაციო მიტინგის ჩატარებას. იმავე დღეს ღამით დაიღუპა. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments