ნოდარ ჯანგირაშვილი (დ. 1949— გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) – 9 აპრილის ტრაგედიის გმირი. მუშაობდა სპორტკლუბ „სინათლის“ მეთოდისტად. 2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. დაკრძალულია თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

