კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ მგალობლიშვილი (დ. 15 ივლისი, 1931, გომბორი, საგარეჯოს რაიონი — გ. 26 მარტი, 2019, თბილისი) – თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მგალობლიშვილი მსახიობად მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში: 1970–1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის დირექტორი. 1975 წლიდან კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა. 2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა. გარდაიცვალა 2019 წლის 26 მარტს 87 წლის ასაკში. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments