ნოდარ მოდებაძე (დ. 20 ნოემბერი, 1950, სოფ. აკურა, თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო, 2016) –
სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), ევროპის ჩემპიონი (1973, ლოზანა, შვეიცარია, +100 კგ), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ჩემპიონი (1973, 130 კგ), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1975, კიევი, უკრაინა, +100 კგ), სამგზის სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1973 კრასნოიარსკი, 1975 კიევი, 1977 კრასნოიარსკი, +100კგ), გუნდურში მსოფლიო თასის გამარჯვებული (1974, ლას-პალმასი, ესპანეთი). სსრკ სპორტის ოსტატი, სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
დაამთავრა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. ნოდარ მოდებაძე 2016 წლის 8 აგვისტოს მშობლიურ სოფელში სანადირო თოფის გასროლით მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 10 აგვისტოს დააკავა.
დაკრძალულია მშობლიურ სოფელში. საფლავისფოტო აღებულია ბატონი გაბრიელ ბარჯაძის გვერდიდან.
