კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ წულეისკირი (1932-2015)
მწერალი, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1958 წელს გამოქვეყნდა მისი ნოველები ჟურნალ “ცისკარში”; 1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ “დილას” პასუხისმგებელ მდივნად, “ცისკრის”, “მნათობის” განყოფილების გამგედ; კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რედაქტორად; 1990წ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1990 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად; 1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. არის არაერთი კრებულის, რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორი. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე. 1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობდა სოფ. წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.
დაკრძალულია სოფელ წერაქვში, საკუთარი სახლის ეზოში.
საფლავის ფოტო აღებულია ქალბატონი თამარელა წოწორიას გვერდიდან.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments