კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ ყიფშიძე (1923-2016)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექიმი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.
1952-1957წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის დოცანტი; 1957–1959წწ. გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციის ბიოლოგიის და ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, გულ–სისხლძარღვთა დაავადების ექსპერტი; 1960 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტად (ახლანდელი თერაპიის ინსტიტუტის ცენტრი), რომლის დირექტორი იყო 1999 წლამდე; 1963-1965წწ. მივლინებით იმყოფებოდა ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიოლოგიური ფარმაკოლოგიის და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 1966 წელს თბილისში მისი თაოსნობით დაარსდა სპეციალიზებული კარდიოლოგიური განყოფილება;
დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.  მასთან ერთად დაკრძალულია მეუღლე, ექიმი-პათოფიზიოლოგი – ბუბა ჭეიშვილი ყიფშიძე (1926-2002).
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments