ნოე ჩხიკვაძე (დ. 18 ივლისი, 1883, დიდი ჯიხაიში — გ. 24 მაისი, 1920, თბილისი)
პოეტი.
დაამთავრა ფოთის საქალაქო სასწავლებელი და შევიდა მოსკოვის შანიავსკის ინსტიტუტში, სადაც დაყო მხოლოდ ერთი წელი. სამშობლოში დაბრუნებული აქვეყნებდა წერილებს ხელოვნებაზე. ამავე დროს დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობაც. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში, დაუახლოვდა რევოლუციურ-დემოკრატიულ მწერლობას. იყო აქტიური პროპაგანდისტი, თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: „ფონი“, „ერთობა“, „თეატრი და ცხოვრება“, „საქართველო“ და სხვა.
ქართველ მწერალთა კავშირის საბჭოს თაოსნობით 1920 წლის 30 მაისს დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

