ნოჟერი ჭონიშვილი (1926-1987)
საქართველოს დამსახურებული არტისტი, რუსეთის სახალხო არტისტი.
დაიბადა თბილისში, 1942 წლიდან მოღვაწეობს თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსულ თეატრში.
1962 წლიდან მოღვაწეობს რუსეთში, ტულის თეატრში, ხოლო 1966 წლიდან – ომსკის თეატრში.
ომსკის თეატრი მის სახელს ატარებს.
დაკრძალულია ომსკის ძველ მემოიალურ სასაფლაოზე.
