კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნუგზარ წურწუმია (დ. 25 მარტი, 1997, ხობი — გ. 3 ივლისი, 2024) – სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი (2019). მსოფლიოს ჩემპიონი (2019), ასევე მსოფლიოსა (2018) და ევროპის (2018) ჩემპიონატების ბრანჯაოს პრიზიორი. 2014 წელს გახდა ჭაბუკებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი. 2015 წელს, ახალგაზრდებს შორის მოიპოვა მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს სინჯის მედლები. მომდევნო 2016 წელს, ახალგაზრდებს შორის გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო. 2018 წელს, 23 წლამდელ მოჭიდავეთა შორის გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. 2018 წლიდან გამოდის საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მთავარ ნაკრებში. სადებიუტო წელს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები აიღო. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 55 კგ. წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ ოთხი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2024 წლის 3 ივლისს ხობში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. დაკრძალულია ხობში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა კახა ჩიტაიამ.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments