კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნუგზარ ანდღულაძე (1933-2014) – ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1962 წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1961-1962 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სტაჟიორი, 1962-1963 წწ. ამავე ინსტიტუტში მუშაობდა საწარმოო მუშად, 1963-1964 წწ. ლაბორანტად, 1964-1973 წწ. უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1973 წლიდან – არქიტექტურის განყოფილების უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1974-1979 წწ. ინსტიტუტის სწავლულ მდივნად; 1979-1981 წწ. არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელად; 1981-1983 წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1983-1987 წწ. ნ. ანდღულაძე იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1986-2005 წწ. სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments