ნუგზარ ასათიანი (დ. 16 ივლისი 1937, ქუთაისი — გ. 2 აპრილი 1992, თბილისი) – სპორტსმენი, მოფარიკავე, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი. 1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე. მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში. ორგზის მეორე (1961, 69) და მესამე (1962) პრიზიორი, სტუდენტთა მსოფლიო თამაშების მეორე პრიზიორი (1961), სსრკ ჩემპიონი პირად (1961) და გუნდურ შეჯიბრებაში (1960, 62, 66, 68). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი გარდაცვალების შემდეგ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

