ნუგზარ ბეთანელი (1951-2001) – ფსიქოლოგი. სოციალურ-ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1987-1991 წელს ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი აზრისა და სოციალური პოლიტიკის კათედრას საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში (მოსკოვი). 1990 წელს ჩამოაყალიბა პარლამენტარიზმის სოციალურ-კვლევითი ინსტიტუტი. დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვოს სასაფალაოზე.

