ნუგზარ იმნაძე (1928-1992) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს. 1944-1951წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა სამშენებლო სამმართველოებში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო გაერთიანება “მთავართბილმშენის” ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1951 წელს სამუშაოდ გადავიდა სამშენებლო ტრესტ “წყალმშენის” სისტემაში; ხელმძღვანელობდა ამ ტრესტის N2 (1963-1974წწ.), N3 (1974-1979წწ) და N1 (1979-1980წწ.) სამშენებლო სამმართველოებს; 1980-1995წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ “მტკვარწყალმშენის” მმართველის მოადგილედ, მმართველად. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
