კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნუგზარ (ხუტა) მამალაძე (დ. 11 ნოემბერი, 1947, ჩოხატაური-2016) – 1990-1991 წლებში  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1970 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაცია-ელექტროფიკაციის ფაკულტეტი. იყო გაერთიანება „საქსოფლტექნიკის“ უფროსი ინჟინერი, საქსოფლტექნიკის გარდაბნის რაიონული გაერთიანების უფროსი ინჟინერი, მთავარი ინჟინერი, მმართველი, აგროკომბინატის (რუს. РАПО) გენერალური დირექტორი, გარდაბნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე.  საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ)“. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments