ნუგზარ მარგველაშვილი (1933-2006) – ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1957წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 ტრესტ “საქშახტმშენის” N2 სამშენებლო სამმართველო “ახალციხშახტმშენში” – სამუშაოთა მწარმოებლად; 1957-1963წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საპროექტო ინსტიტუტ “თბილქალაქპროექტში”; 1963-1965წწ. იყო საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომში – წარმოებისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსპექტორი; 1968-1974წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ “საქმშენინდუსტრიის” რკინაბეტონის ქარხნის (1967 წლიდან) და სამშენებლო ტრესტ “მაღლივმშენის” რკინაბეტონის კომბინატის დირექტორი; 1974-1981წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ “ინჟმშენის” მმართველის მოადგილე და მთავარი ინჟინერი; 1981-1994წწ. საქართველოს ტურიზმის საბჭოს უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კაპმშენებლობის განყოფილების უფროსი, სამშენებლო გაერთიანება “სოფლსპეცმშენისა” და “საქსოფლგზის” მთავარი ინჟინერი; 1994 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის შიდა კონტროლის მთავარი სპეციალისტია; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონთან მისვლამდე, გზის მარცხენა მხარეს.

