ნუგზარ ტატიშვილი (დ. 20 ივლისი, 1933, თბილისი; გ. 2004)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი.
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1957–1968 წლებში იყო სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ექიმი,აკადემიკოსი – ირაკლი ტატიშვილი (1902-1980).

