კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოდისეი დიმიტრიადი (დ. 7 ივლისი, 1908, ბათუმი — გ. 28 აპრილი, 2005, თბილისი) –
დირიჟორი, სსრკ სახალხო არტისტი (1958). თბილისის, ბათუმისა და ათენის საპატიო მოქალაქე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საკომპოზიციო განხრით 1930 წელს; 1936 წელს ქ. ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო განყოფილება.
1937-1947წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; 1947-1952წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1952-1965წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1965-1973წწ. სსრკ დიდი თეატრის დირიჟორი; 1973-1991წწ. საქართველოს მთავარი დირიჟორი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი. დადგმული აქვს თითქმის ყველა ქართული ოპერა.
დაკრძალულია თბილისში, ოპერის ბაღში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments